რომელუ ლუკაკუს მისამართით რასისტული რეპლიკისთვის იტალიელი კომენტატორი ეთერიდან მოხსნეს
რომელუ ლუკაკუს მისამართით რასისტული რეპლიკისთვის იტალიელი კომენტატორი ეთერიდან მოხსნეს

რომელუ ლუკაკუ იტალიაში მორიგი რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ამჯერად ერთ-ერთი სატელევიზიო ჟურნალისტისგან. საუბარია ლუჩანო პასირანიზე, რომელმაც „ინტერის“ თავდამსხმელზე საუბრისას შემდეგი განაცხადა:

„მე დღეს ვერ ვხედავ ლუკაკუს მსგავს სხვა რომელიღაც მოთამაშეს იტალიაში. მე ის ძალიან მომწონს. მისი შეჩერების ერთადერთი საშუალებაა, თუ ათ ბანანს მისცემ“.

ამ რეპლიკის შემდეგ, ტელევიზიამ დაუყოვნებლივ შეაჩერა პასირანის უფლებამოსილება.

26 წლის ლუკაკუმ თავისი იტალიური კარიერა მშვენივრად დაიწყო: სერია ა-ს პირველ სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.