რომელუ ლუკაკუმ მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

15:02, 07.07.2026

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, სადაც ბელგიამ აშშ 4:1 დაამარცხა, რომელუ ლუკაკუმ გოლი გაიტანა და მუნდიალების რეკორდი დაამყარა.

33 წლის ბელგიელი ფორვარდი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90+3 წუთი) მატჩის ბოლო გოლი გაიტანა. ამ შედეგით ლუკაკუ მსოფლიო პირველობების ისტორიაში პირველ მოთამაშედ იქცა, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლის შემდეგ ოთხ სხვადასხვა შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

მიმდინარე ჩემპიონატზე მან სამივე გოლი სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შემდეგ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პირველად მსგავსი რამ მან 2014 წლის მუნდიალის მერვედფინალში სწორედ აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ (2:1 დამატებით დროში) მოახერხა.

მსგავსი