რომელი კალათბურთელით ჩაანაცვლებს „ლეიკერსი“ ქაზენსს? - „ბუგის“ შემცვლელის შესაძლოა ვარიანტები
რომელი კალათბურთელით ჩაანაცვლებს „ლეიკერსი“ ქაზენსს? - „ბუგის“ შემცვლელის შესაძლოა ვარიანტები

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გულშემატკივრებმა გუშინ საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს. გუნდის ახალწვეულმა დემარკუს ქაზენსმა ლას ვეგასში გამართული ვარჯიშის დროს მუხლის მყესი დაიზიანა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდი დასჭირდება „ბუგის“ რეაბილიტაციისთვის, თუმცა ფაქტია, რომ მუხლის მყესის ტრავმა იოლი სამკურნალო ნამდვილად არ არის. „ლეიკერსს“ ცენტრის პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ვარიანტი აქვს. ფრენკ ფოგელს შეუძლია ენტონი დევისის შემცვლელად ჯაველ მაკგი განიხილოს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ თავად ენტონი დევისი საკმაოდ ტრავმიანი კალათბურთელია, სავარაუდოდ, ლოს ანჯელესურ გუნდს თავის დაზღვევის მიზნით კიდევ ერთი „მაღლის“ მიყვანა მოუწევს. შესაძლოა ლებრონი ჟოაკიმ ნოას დიდი ფანი არ იყოს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მათი ყოფილი დაპირისპირების გამო, თუმცა ფრანგი ცენტრი დემარკუსის შემცვლელად მაინც განიხილება. ნოა ქაზენსზე ცუდი მსროლელია, მას დემარკუსისავით ბურთის ტარებაც არ შეუძლია, თუმცა მისი დაცვითი პოტენციალი და მოხსნებზე კარგი თამაში, შესაძლოა, ფრენკ ფოგელისთვის ამ რთულ ვითარებაში საინტერესო გამოდგეს. ნოამ გასულ სეზონზე „მემფისის“ შემადგენლობაში მატჩში საშუალოდ 7.1 ქულას, 5.7 მოხსნას და 2.1 გადაცემას აგროვებდა.

მეორე კანდიდატი, რომელიც „ლეიკერსმა“ ქაზენსის შემცვლელად შესაძლოა განიხილოს, არის კენეტ ფარიდი. ფარიდმა წინა სეზონზე 31 მატჩი „ჰიუსტონის“ შემადგენლობაში გამართა და საშუალოდ 24.4 წუთში 12.9 ქულას და 8.2 მოხსნას აგროვებდა. თუმცა, მისი დაცვითი თამაში, „როკეთსის“ მთავარი მწვრთნელისთვის მაიკ დეანტონისთვის არადამაკმაყოფილებელი გამოდგა და სეზონის მეორე ნახევარში ის ტეხასური გუნდის შემადგენლობაში აღარ ჩანდა. ფარიდის ენერგია და თავდასხმაში კარგი თამაში შესაძლოა „ლეიკერსისთვის“ სასარგებლო გამოდგეს.

დატოვე კომენტარი