„რომაში“ ფონსეკას შემცვლელად პოჩეტინოსა და სპალეტის განიხილავენ
„რომაში“ ფონსეკას შემცვლელად პოჩეტინოსა და სპალეტის განიხილავენ

თუ ფონსეკა „რომას“ დატოვებს, მის შემცვლელად კლუბის ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოსა და ლუჩანოს სპალეტის კანდიდატურებს განიხილავს, –  იუწყება Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, რომაელებისთვის ეს გარიგება ადვილი არ იქნება, რადგან სპალეტის „ინტერთან“ მიმდინარე კონტრაქტი აკავშირებს და სოლიდურ ანაზღაურებას იღებს, „ტოტენჰემის“ ყოფილ მწვრთნელს, პოჩეტინო კი სხვა საინტერესო წინადადებებსაც განიხილავს.

ხვალ, 8 ივლისს „რომა“ „პარმასთან“ დაუპირისპირდება და ფონსეკას ბედი, შესაძლოა, სწორედ ამ მატჩმა გადაწყვიტოს.