„რომაში“ ფონსეკას გაშვებასა და პოჩეტინოს მოყვანას გეგმავენ
„რომაში“ ფონსეკას გაშვებასა და პოჩეტინოს მოყვანას გეგმავენ

„რომას“ ხელმძღვანელობა კლუბიდან მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას გაშვებას და მაურისიო პოჩეტინოს მოყვანას აპირებს, – იუწყება AS.

გამოცემის ინფორმაციით, რომაელები პორტუგალიელი მწვრთნელის შედეგებით უკმაყოფილოები არიან და სურთ, რომ გუნდი პოჩეტინოს ჩააბარონ.

პაულო ფონსეკას კონტრაქტი „რომასთან“ 2021 წლამდეა ძალაში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომაული კლუბი, შესაძლოა, ამერიკულმა კომპანიამ 600 მილიონ ევროდ შეიძინოს.