„რომასა“ და „ინტერის“ დაპირისპირება ყველაზე შედეგიანია სერია A-ს ისტორიაში - გუნდებმა 500 გოლს გადააჭარბეს
„რომასა“ და „ინტერის“ დაპირისპირება ყველაზე შედეგიანია სერია A-ს ისტორიაში - გუნდებმა 500 გოლს გადააჭარბეს

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში „რომამ“ საკუთარ მოედანზე მიიღო „ინტერი“ და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

როგორც სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ გაარკვია, „რომასა“ და „ინტერის“ დაპირისპირება ყველაზე შედეგიანია სერია A-ს ისტორიაში. სტეფან დე ვრის გოლი, რომლითაც მატჩში ანგარიში გაიხსნა, მე-500 იყო ამ გუნდების თამაშებში. ასეთი რამ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ დაპირისპირებაში არ მომხდარა.

ამ ფრის შემდეგ, „ინტერი“ ლიდერ „იუვენტუსს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა, ტურინულ კლუბს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.