„რომას" ყოფილი მოთამაშე 21 წლის ასაკში გარდაიცვალა
„რომას" ყოფილი მოთამაშე 21 წლის ასაკში გარდაიცვალა

„რომას” ყოფილი ფეხბურთელი ჟოზეფ ბუასე გულის შეტევით 21 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კამერუნელ ნახევარმცველს არასოდეს უთამაშია რომაელთა პირველ გუნდში. ის მხოლოდ ვარჯიშობდა ძირითად შემადგენლობასთან ერთად და 2017 წელს, ახალგაზრდულ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა. მისი კონტრაქტი „რომასთან” 2018 წელს ამოიწურა.

სამი თვის წინ, ბუასე რუმინეთის „კლუჟს” შეუერთდა.