„რომას“ ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
„რომას“ ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2020 წლის პირველ კვარტალში საფეხბურთო კლუბ „რომას“ დავალიანებამ გუნდისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 278.5 მილიონი ევრო შეადგინა, – იუწყება Corriere dello Sport.

„რომას“ მთლიანი ვალი 308.4 მილიონი ევროა და კლუბში ვარაუდობენ, რომ ფინანსური კრიზისი ახლო მომავალში უფრო გაღრმავდება.

კრიზისიდან გამოსასვლელად კლუბს სასწრაფოდ ესაჭიროება 94 მილიონი ევრო. „რომას“ მფლობელი ჯეიმზ პალოტა პრესაში გავრცელებელი ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკიდურესად ხელმომჭირნე იქნება.

დატოვე კომენტარი