„რომას“ „რეალისგან“ მარიანოს არენდით დამატება სურს
„რომას“ „რეალისგან“ მარიანოს არენდით დამატება სურს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა მარიანო დიასმა შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. როგორც „გაზეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport) იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელის არენდის წესით დამატება რომას სურს.

2018/2019 წლების სეზონში მარიანომ რეალის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ სავარაუდოდ მომავალ სეზონში დიასს „რეალში“ ბევრი სათამაშო დრო არ ექნება, ამიტომაც იგი სხვა კლუბში გადასვლას იმედოვნებს.

მარიანოს სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.