რომას გულშემატკივარს სამწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა
რომას გულშემატკივარს სამწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა

რომას გულშემატკივარი სიმონე მასტრელი ციხეში სამ წელიწადსა და ექვს თვეს გაატარებს. ასეთი სასჯელის მიზეზი გასული წლის აპრილში ლივერპულის გულშემატკივარ შონ კოქსზე თავდასხმა და მისთვის მძიმე დაზიანებების მიყენება გახდა. ინციდენტი ლივერპულში, სტადიონ ენფილდის მახლობლად მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასამართლოზე მასტრელიმ თავი დამნაშავედ აღიარა.

„ეჭვი არ არის, რომ თქვენ სტადიონზე ჯგუფურად და მიზანმიმართულად მიხვედით, რათა ლივერპულის გულშემატკივრებთან გეჩხუბათ, საბოლოოდ კი უდანაშაულო ადამიანსა და მის ოჯახს ცხოვრება დაუნგრიეთ“, – უთხრა მოსამარლემ ბრალდებულს.

თავდასხმის შედეგად, ირლანდიის მოქალაქე შონ კოქსმა უმძიმესი თავის ტრავმები მიიღო და დღემდე ქალაქ დან ლიერის საავადმყოფოში იმყოფება.