„რომას“ ფეხბურთელები მზად არიან, რომ ოთხი თვის ხელფასზე უარი თქვან
„რომას“ ფეხბურთელები მზად არიან, რომ ოთხი თვის ხელფასზე უარი თქვან

პანდემიით გამოწვეულმა საყოველთაო კრიზისმა, ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირების შეჩერებამ კლუბები რთული ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შექმნილი მდგომარეობით განსაკუთრებით დაზარალდა, იტალიაა.

როგორც Corriere dello Sport იუწყება „რომას“ ფეხბურთელები კლუბის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად მზად არიან, რომ თუ იტალიის ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი არ დასრულდა, ოთხი თვის ხელფასზე უარი განაცხადონ.

ფეხბურთელებს მაგალითი მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ფონსეკამ უკვე მისცა, რომელმაც მარტის თვის ხელფასის აღებაზე უარი თქვა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „რომა“ მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „იუვენტუსს“ 18 ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი