17 წლის ნახევარმცველი ნიკოლოზ რამიშვილი „რომას“ აკადემიაში მიიწვიეს, სადაც 19-წლამდელების გუნდში ითამაშებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი იანვრიდან მილანში, „ინტერის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, მაგრამ მისმა აგენტმა, ალფიო პელიციონიმ ჩათვალა, რომ რამიშვილის პერსპექტივისთვის „რომაში“ გადასვლა აჯობებდა, რადგან რომაელებმა ქართველი მცველის მიმართ ინტერესი გამოიჩინეს.
რამიშვილს „ინტერთან“ ოფიციალური კონტრაქტი არ აკავშირებდა. მენეჯერი ასევე მოლაპარაკებას აწარმოებდა „ბოლონიასთან“ და „ატალანტასთან“. ახლა კი პელიციონი ფეხბურთელს დაუკავშირდა და უთხრა, რომ 25 აგვისტოს რომში ელოდებიან.
ნიკოლოზ რამიშვილი დაიბადა თბილისში, 2008 წლის 20 იანვარს. საკმაოდ ტანმაღლია (186 სმ). თამაშობს საყრდენი ნახევარმცველის, ასევე მარჯვენა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე.