რომან კაკულია - მოვუწოდებ ოპოზიციას, პიკეტირების გზას ნუ დაადგებიან, ამით ეჭვქვეშ აყენებენ დიალოგის შესაძლებლობას
რომან კაკულია - მოვუწოდებ ოპოზიციას, პიკეტირების გზას ნუ დაადგებიან, ამით ეჭვქვეშ აყენებენ დიალოგის შესაძლებლობას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რომან კაკულია აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, კონცენტრირდეს მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციამ დააყენა.

„ახლა უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ ოპოზიციის მოთხოვნებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, კონსიტიტუციური შენობის ბლოკირებით ისპობა გზა დიალოგისკენ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს იქ, საბოლოო ჯამში, ბოლოში ერთმანეთთან მიმავალი გზების უნდა ვიპოვოთ. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას უბრალოდ, არ აქვს.

პარლამენტის ბლოკირების დაშვება არ შეიძლება, ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია. კანონი ძალიან მკაფიოდ ასახელებს იმ ღონისძიებებს, როდესაც ხდება ბლოკირება მაგალითად, პარლამენტის. აქ არავითარი ინდივიდუალური და სპონტანური გადაწყვეტილება მისაღები არ არის. ამიტომ, მოვუწოდებ მათ, რომ ამ გზას ნუ დაადგებიან, ამით თავიდანვე ეჭვის ქვეშ აყენებენ იმ შესაძლებლობას, როცა შეიძლება დიალოგი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პარლამენტის წინ აქცია მოაწყვეს, პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს.