რომან კაკულია - ვუყურებ, როგორ მოძრაობს ოპოზიცია და მგონია, რომ სამწუხაროდ, ისევ უმრავლესობაში მოვალთ
რომან კაკულია - ვუყურებ, როგორ მოძრაობს ოპოზიცია და მგონია, რომ სამწუხაროდ, ისევ უმრავლესობაში მოვალთ

ისეთი სახის ცვლილებებია დაგეგმილი „ქართულ ოცნებაში“ და შეიძლება, ამაზე ბევრი არ ვისაუბრო. მაგრამ, მეორე მხრივ, ვუყურებ, როგორ მოძრაობს ოპოზიცია. მგონია, რომ სამწუხაროდ, ისევ უმრავლესობაში მოვალთ, – ამის ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საუბრის დროს განუცხადა.

კაკულიას თქმით, კოალიციური მთავრობის საკითხი უფრო მეტად მედიის მიერ არის აწეული, ვიდრე იმ კონსულტაციების გაშუქება ხდება, რაც შიგნით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, ირაკლი კობახიძე საზოგადოების დამოკიდებულებას გულისხმობდა წარსულიდან გამომდინარე. სამომავლო თანამშრომლობა როგორი იქნება, ამაზე საუბარი ნაადრევია. ისეთი სახის ცვლილებებია დაგეგმილი „ქართულ ოცნებაში“ და შეიძლება, ამაზე ბევრი არ ვისაუბრო, მაგრამ მეორე მხრივ, ვუყურებ, როგორ მოძრაობს ოპოზიცია. მგონია, რომ სამწუხაროდ, ისევ უმრავლესობაში მოვალთ. ეს ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, მაგრამ სამწუხაროდ, იმის მზაობას ვერ ვხედავ, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას“, – განაცხადა კაკულიამ.