რომან კაკულია - გუნდიდან არ წავიდნენ, ვერ დარჩნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავიანთი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე
რომან კაკულია - გუნდიდან არ წავიდნენ, ვერ დარჩნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავიანთი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე

გუნდიდან არ წავიდნენ, ვერ დარჩნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავიანთი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ შესაძლებელია, ეს არ იყო საუკეთესო ნაბიჯი, რომელიც ჩაიწერება „ქართული ოცნების“ ისტორიაში.

„მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველა ადამიანს, ვინც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს იყო, თავისი კონკრეტული პოზიციები ჰქონდა. ამ პოზიციების გაცვლა მოხდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შენარჩუნდეს“, – განუცხადა რომან კაკულიამ ჟურნალისტებს.

მან ასევე ისაუბრა მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია.

„არ დავარქმევდი, რომ ისინი წავიდნენ გუნდიდან. სწორი ტერმინი არის, რომ ვერ დარჩნენ გუნდში, იმის გამო, რა ტიპის განცხადებები და რა ტიპის ურთიერთობები ჰქონდათ მათ, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამიტომ, ეს აბსოლუტურად გასაგებია. სამწუხაროა, მაგრამ ყველა გაგებით ეკიდება ამას. ჩემი აზრით, არ წავიდნენ – ვერ დარჩნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავიანთი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე . ალბათ, ეს არის სწორი შეფასება.

რაც შეეხება, გუნდში ვინ იქნება და როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით მე დღეს რომ ვისაუბრო, არ იქნება სწორი. დაიწყება კონსულტაციები და არ მგონია, რომ არ იყოს რესურსი იმისთვის, რომ სათანადოდ გაკეთდეს, თუმცა ყველა მათგანის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს და მათ ავტორიტეტს რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ“, – აცხადებს რომან კაკულია.