რომან გოცირიძე - ტესტირება რომ არა, თუნდაც მესტიაში, ამ შედეგს ვერ მივიღებდით, ტესტირება ყველგან უნდა ტარდებოდეს
რომან გოცირიძე - ტესტირება რომ არა, თუნდაც მესტიაში, ამ შედეგს ვერ მივიღებდით, ტესტირება ყველგან უნდა ტარდებოდეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დადგენის მიზნით მოქალაქეებისთვის რაც მეტი ტესტი იქნება გაკეთებული, რისკები მეტად იქნება დაზღვეული.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას რომან გოცირიძე სვანეთთან დაკავშირებით მიღებულ შემზღუდავ ზომებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრევენციისა და თავის დაზღვევის მთავარი საშუალება მასობრივი ტესტირებაა, რასაც დღემდე არ აკეთებენ.

„ამას ვამბობთ რამდენი ხანია. ნახეთ, მეზობელ სახელმწიფოებში რამდენი ტესტი კეთდება. ტესტირება პანდემიის რისკებს ყოველთვის სწრაფად ავლენს. ტესტირება რომ არ განხორციელებულიყო, თუნდაც მესტიაში, ამ შედეგს ვერ მივიღებდით. ტესტირება ყველგან უნდა ტარდებოდეს და არა მხოლოდ იქ, სადაც ერთ შემთხვევას აღმოაჩენენ და შემდეგ იწყებენ კონტაქტების ძიებას. სხვა გამოსავალი თუ არ არის, კარანტინი უნდა იყოს მოწყობილი, რათა ვირუსი ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე არ გავრცელდეს. მთავრობის აქტიურობა არ უნდა იყოს უკან მიდევნებული ლამპარივით. რაც მეტი ტესტირება იქნება, რისკები მით მეტად იქნება დაზღვეული. ამ თვალსაზრიით, სერიოზული ხარვეზებია“, – დასძინა გოცირიძემ.