რომან გოცირიძე - სჯობს, პრეზიდენტმა ატმები მოკრიფოს, ნუშისა და ლავანდის პლანტაციებში იაროს, ვიდრე ისეთ თემებს შეეხოს, რაც ცუდ შედეგებს იწვევს
რომან გოცირიძე - სჯობს, პრეზიდენტმა ატმები მოკრიფოს, ნუშისა და ლავანდის პლანტაციებში იაროს, ვიდრე ისეთ თემებს შეეხოს, რაც ცუდ შედეგებს იწვევს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, დავით გარეჯის პრობლემას მეზობელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების გზით, გონივრული და მშვიდი გადაწყვეტა სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ დავით გარეჯის პრობლემა ცარიელ ნიადაგზე წარმოშვა, ვითარება გაამწვავა და დღევანდელი მდგომარეობა უარესია, ვიდრე თუნდაც, ორი თვის წინ იყო.

„მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა, გზა მიიყვანეს, რამდენიმე მონასტერს ვერ ვაკონტროლებთ და თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ორი თვის წინ იყო, სანამ საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდოდა და დავით გარეჯს სამხედრო ფორმით ესტუმრებოდა. სჯობს, პრეზიდენტმა ატმები მოკრიფოს, ნუშისა და ლავანდის პლანტაციებში იაროს, ვიდრე ისეთ თემებს შეეხოს, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. მისი ერთ-ერთი გაუაზრებელი მოგზაურობის გამო ცუდ შედეგებს ახლა ვიმკით“, – დასძინა რომან გოცირიძემ.