რომან გოცირიძე - ოპოზიციის სეპარატისტული მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან ვერ გაიმართება
რომან გოცირიძე - ოპოზიციის სეპარატისტული მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან ვერ გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას აშინებს ოპოზიციის გაერთიანება და უნდა, ის გათიშოს.

რომან გოცირიძემ კომენტარი გააკეთა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაზე, რომ მზად არიან, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართონ და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელონ.

„მათ უნდათ, აამოქმედონ ის ძველი მექანიზმი, რომელსაც ჰქვია გათიშე და იბატონე. ვერ გაგვთიშავენ. ვერავითარი სეპარატისტული მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან ვერ გაიმართება და მათი მცდელობა იქნება წარუმატებელი, რადგან ოპოზიცია, როგორც არასდროს, არის ერთიანი. მათ აქვთ ერთი მიზანი – ამ არაფორმალური, უკანონო, ოლიგარქიული, წარუმატებელი ხელისუფლების დამთავრება ოქტომბრის არჩევნებში. ესეც მორიგი ხრიკია. სინამდვილეში, არც ეს არის მათი მხრიდან გულწრფელი შემოთავაზება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.