რომან გოცირიძე - ხელები შორს ნაზისაგან
რომან გოცირიძე - ხელები შორს ნაზისაგან

​ხელები შორს ნაზისაგან, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ნაზი ჯანეზაშვილსაც შეიძლება შეეხოს.

​„ოქროს ხანა“ დაუდგება მოსამართლეთა კლანს ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარეშე. გადაწყვეტილება იქნებოდა ლოგიკური, რომ პერსონალურად, ინდივიდუალურად გვემსჯელა ცალკეულ ადამიანებთან დაკავშირებით.

არასდროს ახალი კონსტიტუციის​ კვორუმით და ამ პარლამენტის პირობებში ნაზი ჯანეზაშვილი ან მსგავსი პრინციპული შეხედულებების მქონე ადამიანები ვერ დაბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში. მივიღებთ გაცილებით უარესს, ვიდრე არის დღეს. თანახმა ვართ, გამოიწვიონ ოთხი, მაგრამ ხელები შორს ნაზისაგან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თამარ ჩუგოშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.