რომან გოცირიძე - გამარჯვების იმედი გვაქვს, კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს
რომან გოცირიძე - გამარჯვების იმედი გვაქვს, კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს

ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული კონსოლიდაცია ხდება, გამარჯვების იმედი გვაქვს, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძის თქმით, კახა კალაძეს ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია.

„კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში აჯობებს, ფეხბურთის თამაშში, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული, რადგან ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია. ნახატებს აჩვენებდა კომპიეტურული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი შენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან“ გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, აიღებდა ბენზინგასამართ სადგურებს შუა ქუჩიდან, ეს ნახატები ნახატებად დარჩა. სად არის ხიდი? – 30 წელია, ხიდი არ აშენებულა, მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. ტყუილები რჩება. 21-ე საუკუნე არის ელექტრონული, 99 პროცენტი, რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.