რომან გოცირიძე - ეს არის წარმოუდგენელი კანონი
რომან გოცირიძე - ეს არის წარმოუდგენელი კანონი

ფაქტობრივად, როგორც მაუწყებლებს, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, უნიშნავენ ზედამხედველს, რომელიც გამოყენებული იქნება რეპრესიული მიზნებისთვის, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

„ეს არის წარმოუდგენელი კანონი. ფაქტობრივად, როგორც მაუწყებლებს, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, უნიშნავენ ისეთ ზედამხედველს, რომელიც გამოყენებული იქნება პირდაპირ რეპრესიული მიზნებისთვის. შეუძლია, ნებისმიერი კომერციული სტრუქტურა, რომელიც კომუნიკაციის სფეროში არის დასაქმებული, გააჩეროს, დაუნიშნოს საკუთარი მმართველი ორი წლის განმავლობაში. განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, ჩაერიოს ფინანსურ საქმიანობაში, აქციებიც კი გაუყიდოს. ბუნებრივია, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაც შეუძლია. კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღასრულოს ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება მაუწყებელთან დაკავშირებით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში.

დატოვე კომენტარი