რომან გოცირიძე - ჩაძირულ ნავში არავის უნდა ჩაჯდომა, გარდა გულუბრყვილო ადამიანებისა
რომან გოცირიძე - ჩაძირულ ნავში არავის უნდა ჩაჯდომა, გარდა გულუბრყვილო ადამიანებისა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ენზელ მკოიანი კრიმინალურმა შემთხვევებმა ძალიან დააზიანა და აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ არ წარადგინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

„რაც შეეხება კახა ოქრიაშვილს, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ უკვე ძალიან დამაზიანებელია „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა. „ქართული ოცნება“ თუ იყენებს ვიღაცებს, გამოწურავს ლიმონივით, მოისვრის, როგორც ჩანს, ახლა ოქრიაშვილმა გადაწყვიტა, რომ საკმაოდ ისარგებლა „ქართული ოცნებით“ და დამოუკიდებელ თამაშს ეწევა.

ვნახოთ, თუ ის განაცხადებს, რომ მიდის ოპოზიციაში, მაშინ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ ის არის „ქართული ოცნების“ ოპოზიცია. ჩაძირულ ნავში არავის უნდა ჩაჯდომა, გარდა იმ გულუბრყვილო ადამიანებისა, რომლებიც ამ ნავში მიყვებიან ივანიშვილს, რადგან სხვა რესურსი და გამოსავალი არ აქვთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.