რომან გოცირიძე - ამნისტიის საკითხი თუ ჩაიხსნება, პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ იმწუთშივე შეუერთდება
რომან გოცირიძე - ამნისტიის საკითხი თუ ჩაიხსნება, პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ იმწუთშივე შეუერთდება

ამნისტიის საკითხი თუ ჩაიხსნება, პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ იმწუთშივე შეუერთდება, – განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწოდებაზე საუბრისას, რომ ყველა მხარემ მოაწეროს ხელი შეთანხმებას.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, შარლ მიშელის განცხადება ძალიან შემაშფოთებელი იყო, რადგან კიდევ ერთხელ ახსენა სანქციები.

„75 მილიონი ევროს გადმორიცხვა მიაბა იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც შეთანხმებით არის გათვალისწინებული. 75 მილიონი ევრო კი არა, 75 ცენტიც რომ იყოს შეჩერებული და სანქციები დაწყებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა ნულამდე დავა. ფაქტი სახეზეა, ქვეყანას სანქციები ემუქრება, რაც ცუდია. რაც შეეხება შეთანხმებაზე ხელმოწერას, არაერთხელ გვითქვამს, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წაახალისებს მომავალ დანაშაულს. ხელისუფლების წაქეზებით დანაშაული მეორე იქნა ჩადენილი. თუ ერთხელ ეპატიება ვინმეს ის დანაშაული, როცა ჩაიდინეს და დაასახიჩრეს ადამიანები, რა გარანტია გვაქვს, რომ დამნაშავეები, რომელთაც ჟურნალისტები დაარბიეს, მომავალში არ მოითხოვენ ამნისტიას? შეთანხმებაში არის კარგი ჩანაწერები – 43 პროცენტზე, სასამართლოზე, ოღონდ ეს სასამართლო გადაახიეს თავზე. ეს ჩანაწერები მიღწეულ იყო ბრძოლის შედეგად, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის, პარტიის ოფისის შტურმით აღებისა და მისი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ.

ყოველთვის ვამბობდით, ჩვენ ამ დოკუმენტს მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ იმ შემთხვევის გარდა, როცა დამნაშავეების შეწყალება ხდება ამნისტიის შედეგად. ამნისტიის საკითხი თუ ჩაიხსნება, ამ პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ იმწუთშივე შეუერთდება“, – აცხადებს გოცირიძე.