რომან ფიფიამ „ნეფტჩისთან“ დაპირისპირებაზე ილაპარაკა - ფეხბურთში ბიუჯეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს #1TVSPORT
რომან ფიფიამ „ნეფტჩისთან“ დაპირისპირებაზე ილაპარაკა - ფეხბურთში ბიუჯეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ „აზერისპორტის“ რეპორტიორის შეკითხვებს უპასუხა და ბაქოს „ნეფთჩისთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

– გქონდათ სურვილი, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონის, ბაქოს „ნეფტჩის“ წინააღმდეგ გეთამაშათ?

– კარგია, რომ „ნეფტჩის“ ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, ეს საინტერესო დაპირისპირება იქნება.

– „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში საკმაოდ ამბიციურად ისაუბრა თავისი გუნდის შანსებზე. რას იტყვის კლუბის პრეზიდენტი: რა შანსები აქვს „ნეფტჩის“ წინააღმდეგ?

– მე მჯერა, რომ ამ დაპირისპირებაში ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს.

– თქვენი აზრით, ამ დუელში „დინამოს“ რა უპირატესობა აქვს?

– არცერთ მხარეს არ აქვს რაიმე უპირატესობა. შანსები თანაბარია, ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

– საკმაოდ ხშირად, როდესაც საქართველოს გუნდებთან თამაშობ, კლუბის ბიუჯეტის თემა დგება. ეს არის ერთადერთი ფაქტორი, როდესაც ჩვენ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ვჯობნით?

– გუნდის ფორმირებაში ბიუჯეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ის ყოველთვის არ ეხმარება კლუბებს. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს.

– „ნეფტჩისთან“ მარცხი თქვენი კლუბისთვის კატასტროფა იქნება, თუ არა. იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე, ბევრის აზრით, წყვილის ფავორიტად ითვლება?

– და თქვენთვის გახდება კატასტროფა? ვფიქრობ, არა. მთავარია, რომ გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენონ.

– გულშემატკივრები თბილისში გამართულ მატჩს დაესწრებიან, ბაქოში საპასუხო შეხვედრას კი, სავარაუდოდ – არა. ეს თქვენს გუნდს რაიმე პლუსს ანიჭებს?

– ფეხბურთში გულშემატკივრები ყოველთვის ატმოსფეროს ქმნიან და ტრიბუნებზე მათი ყოფნა პოზიტიურია.