რომან ფიფია - „დინამოს“ მართვა საუკეთესო პროფესიონალებს გადავეცი #1TVSPORT
რომან ფიფია - „დინამოს“ მართვა საუკეთესო პროფესიონალებს გადავეცი #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელი ალეკო რეხვიაშვილი იქნება, ხოლო მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტი გახანგრძლივდა, – ეს ყველაფერი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისური კლუბი პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ განაცხადა.

„ჯერ ორი წლის წინ ვლაპარაკობდით და განვიხილავდით კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზაზა დოლიძესთან, რომ ბორდის ჩამოყალიბება იყო საჭირო. მაშინ ამ გეგმის განხორციელებაში პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ახლა ეს მოვახერხეთ. ზაზა დოლიძე მალე წარმოგიდგენთ ბორდის ხელმძღვანელებს, რაც ქართულ რეალობაში ახალი სიტყვა იქნება. შევეცდებით, რომ გუნდს პროფესიონალები მართავდნენ“, – განაცხადა რომან ფიფიამ.

„დინამოს“ პრეზიდენტმა გადაწყვეტილ სიახლეებზეც ილაპარაკა:

„წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე რეხვიაშვილს და ამავე დროს, გაცნობებთ, რომ კახა ცხადაძესთან კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებაზე შევთანხმდით. ბოლო წლების განმავლობაში ერთად არ გვყოლია ორი ისეთი გამოცდილი სპეციალისტი, როგორიც კახა ცხადაძე და ალექსანდრე რეხვიაშვილი არიან. ისინი ამ საქმეს თავს უკეთ გაართმევენ. ახლა ძალაუფლება საუკეთესო პროფესიონალებს გადავეცი“.