რომან ფიფია - ჩემპიონთა ლიგისთვის „დინამო“ უნდა გაძლიერდეს
რომან ფიფია - ჩემპიონთა ლიგისთვის „დინამო“ უნდა გაძლიერდეს

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯია“ 2:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ იზეიმა.

რომან ფიფია ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.თბილისის „დინამოს” პრეზიდენტი უკვე სამომავლო გეგმებზე ფიქრობს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლამდე გუნდის გაძლიერებას აპირებს.

„ჩემპიონობის მოპოვება უზომოდ მახარებს. ჩვენ ეს ღირსეული თამაშით და ბრძოლით დავიმსახურეთ. მაგრამ წინ ახალი გამოწვევებია. ახალი, 2020 წლისთვის ჩვენ საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოვადგენთ და რა თქმა უნდა, მომავალი სეზონისთვის გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ვაპირებთ. ეს ჩვენი უპირველესი მიზანია“ – ამბობს რომან ფიფია.