რომან ფიფია - ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდული ნაკრების წარმატებაში „დინამოს“ როლი ძალიან დიდია, ამის აკადემიის დაარსებიდან მჯეროდა #1TVSPORT
რომან ფიფია - ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდული ნაკრების წარმატებაში „დინამოს“ როლი ძალიან დიდია, ამის აკადემიის დაარსებიდან მჯეროდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ საქართველოს ახალაგზრდულ ნაკრებს ევრო 2023-ზე გასვლა მიულოცა და ამ წარმატებაში ყურადღება კლუბის აკადემიის აღზრდილების როლზე გაამახვილა.

„საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა, რითიც გაგვახარა მთელი ერი. მსურს, 21-წლამდე ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს ეს შთამბეჭდავი წარმატება მივულოცო. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ამ წარმატებაში „დინამო თბილისის“ როლი ძალიან დიდია. ნაკრებში ჩვენი აკადემიის აღზრდილი 13 ფეხბურთელი ასპარეზობს, მათგან ექვსი – მოქმედი დინამოელია.

აკადემიის დაარსების დღიდან მჯეროდა და საჯაროდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი სწორი მუშაობა რამდენიმე წელიწადში ქართულ ფეხბურთს წარმატებას მოუტანდა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი კი ამის ნათელი მაგალითია. ​ჩვენი ნაკრები ევრო 2023-ზე გამოსვლას განაგრძობს და მჯერა, რომ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძოლებენ“, – აღნიშნავს რომან ფიფია.