რომან ფიფია - ამ ძნელბედობის ჟამს, განსაკუთრებით ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ
რომან ფიფია - ამ ძნელბედობის ჟამს, განსაკუთრებით ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ

თბილისის „დინამოს“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის მეპატრონისა და პრეზიდენტის, რომან ფიფიას სააღდგომო მილოცვა გაავრცელა:

„ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – ყველა ქრისტიანისთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია ეს დღე, რომელიც სავსეა სინათლით და სიყვარულით. განსაკუთრებით ამ ძნელბედობის ჟამს მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, იმედების გამართლება და მშვიდობიანი ხვალინდელი დღე. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. დარჩით სახლში.ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ – ვკითხულობთ თბილისის „დინამოს“ მეპატრონისა და პრეზიდენტის, რომან ფიფიას მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, საფეხბურთო ცხოვრება ლამის მთელს მსოფლიოში შეჩერდა და ბევრ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. როდის განახლდება ეროვნული ლიგის გათამაშება, წესით აპრილის ბოლოს უნდა გაირკვეს.