რომან დოლიძისა და ხადის იბრაგიმოვის ბრძოლის გამართვა 18 ივლისს არის მოსალოდნელი - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
რომან დოლიძისა და ხადის იბრაგიმოვის ბრძოლის გამართვა 18 ივლისს არის მოსალოდნელი - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

რომან დოლიძის დებიუტს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ქართველი გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია მოუთმენლად ელოდება. ქართველი მებრძოლი პურველ ბრძოლას რუს ხადის რუს ხადის იბრაგიმოვთან (8-2) იყო გამართავს. როგორც ცნობილია ორგანიზაცია საერთაშორისო დაპირისპირებებს საბრძოლო კუნძულზე გამართავს. უკვე ისიც არის ცნობილი, რომ ლოკაცია აბუ დაბია. დოლიძე ამჟამად ბელორუსში იმყოფება და პრინციპული ბრძოლისთვის სწორედ იქ ემზადება. ჩვენ რომანს მინსკში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

1)როგორც ვიცით იბრაგიმოვთან ბრძოლისთვის ბელურისში ემზადები. ვი გახდა თუ არა ცნობილი ბრძოლის ზუსტი თარიღი და ამჟამად ვისთან ერთად მართავ ვარჯიშებ ?

დიახ გეგმები სრულიად შეიცვალა. ამერიკაში აღარ გავემგზავრე და ბრძოლისთვის ბოლო მოსამზადებელ ეტაპს მინსკში გავივლი. აქ ძალიან კარგ სპორტსმენებთან ერთად ვემზადები UFC-ის დებიუტისთვის. ჩემი სპარინგ პარტნიორები არიან მსოფლიოს ჩემპიონები ტაილანდურ ბოქსსა და კიკ ბოქსინგში. ასევე აქ ბევრი გამოცდილი MMA-ის მებრძოლია. აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. უკვე 1 კვირაზე მეტია აქტიურად ვვარჯიშობ ამ ათლეტებთან ერთად. როგორც მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა მითხრა უდიდესი ალბათობით ბრძოლები აბუ დაბიში შედგება. ტავდაპირველად ჩემი ბრძოლა 25 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა ალიმ მითხრა, რომ ბრძოლა უფრო ადრე 18 ივლისს შედგება. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ კონდიციას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ და დარწმუნებული ვარ, ბრძოლამდე კიდევ უფრო სრულყოფილ ფორმაში შევალ.

ალექსეი კუდინი და რომან დოლიძე

2)შეგიძლია გვითხრა, როდის გაიმართება პირველი ქარდი საბრძოლო კუნძულზე ?

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საბრძოლო კუნძული აბუ დაბიზე მდებარეობს. ამჟამად ყველა ველდოებით თუ როდის დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ყველაფერი მზად იქნება ღონისძიების ჩასატარებლად. ჩემი ბრძოლა როგორც უკვე გითხარით უდიდესი ალბათობით, თუ რამე კორონავიურუსის გამო არ შეიცვალა 18 ივლისს გაიმართება.