რომან დოლიძის დებიუტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე შეერთებულ შტატებში შედგება
რომან დოლიძის დებიუტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე შეერთებულ შტატებში შედგება

შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე თავის პირველ შეხვედრას აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ მინეაპოლისში გამართავს.

სადებიუტო ორთაბრძოლაში დოლიძე ბრაზილიელ ვინისიუშ კასტროს შეხვდება. 29 წლის მებრძოლის ანგარიშზე 11 ბრძოლაში ცხრა მოგებაა.

მინეაპოლისში UFC-ის საბრძოლო ღამე 2019 წლის 30 ივნისს შედგება.

როგორც ცნობილია, რომან დოლიძეს 20 აპრილს სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩაეტარებინა თავისი პირველი ბრძოლა UFC-ში, მაგრამ რუსეთის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.