რომან დოლიძემ ლეროი დანკანთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT
რომან დოლიძემ ლეროი დანკანთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ორგანიზაციაში გასამართი მორიგი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

21 მარტს ლონდონში 37 წლის სპორტსმენი UFC-ს საშუალო წონით კატეგორიაში ბრიტანელ კრისტიან ლეროი დანკანს შეხვდება. ბრძოლა, მაქსიმუმ, სამ რაუნდს გაგრძელდება.

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დოლიძემ 83,4 კგ დააფიქსირა.

ქართველის მეტოქე, 30 წლის ლეროი დანკანი დაპირისპირებას შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 13 გამარჯვებითა და ორი მარცხით ხვდება. რაც შეეხება დოლიძეს, მან 19 ბრძოლიდან 15-ჯერ მოიგო და ოთხჯერ წააგო.