რომან დოლიძემ იტალიელ მარვინ ვეტორისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT
რომან დოლიძემ იტალიელ მარვინ ვეტორისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ორგანიზაციაში გასამართი მორიგი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

16 მარტს ლას ვეგასში 36 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის საშუალო წონით კატეგორიაში იტალიელ მარვინ ვეტორის შეხვდება. ეს დაპირისპირება დღის მთავარი ბრძოლაა და, მაქსიმუმ, ხუთი რაუნდი გაგრძელდება.

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დოლიძემ 84.37 კგ დააფიქსირა. აღნიშნულ წონას ატარებდა მისი იტალიელი მეტოქეც. მაქსიმალური დასაშვები წონა ამ დივიზიონში 84.4 კილოგრამია.

31 წლის მარვინ ვეტორი რომან დოლიძესთან დაპირისპირებას შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 19 გამარჯვებით, შვიდი მარცხითა და ერთი ფრედ დასრულებული შეხვედრით ხვდება. რაც შეეხება ქართველს, მან 17 ბრძოლიდან 14-ჯერ მოიგო და სამჯერ წააგო.

აღსანიშნავია, რომ UFC-ში ქართველი და იტალიელი ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 2023 წლის 18 მარტს ვეტორიმ დოლიძეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.