რომან დოლიძე კრისტიან ლეროი დანკანთან ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT

00:15, 22.03.2026

UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციის საშუალო წონაში ბრიტანელ კრისტიან ლეროი დანკანთან დამარცხდა.

ლეროი დანკანმა ბრძოლა თავიდანვე აქტიურად დაიწყო, უპირატესობა ჰქონდა და ქართველი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რომან დოლიძე UFC-ს საშუალო წონის (84კგ) რეიტინგში ბრძოლამდე მე-11 ადგილს იკავებდა.

შედეგად, ქართველ სპორტსმენს შერეულ ორთაბრძოლებში ამ მომენტისთვის ჩატარებულ 20 ბრძოლაში 15 გამარჯვება და ხუთი წაგება აქვს.

მსგავსი