რომან ჭანტურია იტალიაში დაბრუნდა - ბათუმის „დინამოდან“ ისევ „ემპოლიში“
რომან ჭანტურია იტალიაში დაბრუნდა - ბათუმის „დინამოდან“ ისევ „ემპოლიში“

ბათუმის „დინამოში“ საკადრო ცვლილებები გრძელდება. ბოლო სიახლე რომან ჭანტურიას უკავშირდება. კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, 23 წლის თავდამსხმელი კლუბს დაემშვიდობა.

„6-თვიანი იჯარა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი ჩვენს კლუბში თამაშობდა, ამოიწურა და შესაბამისად, რომან ჭანტურია ისევ „ემპოლის“ დაუბრუნდა. ჩვენი კლუბისა და გულშემატკივრების სახელით მადლობას ვუხდით რომანს და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი „დინამოში“ ზამთარში ჩაირიცხა. გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ️

რომან ჭანტურია 15 წლიდან იტალიაში, „ემპოლის“ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, საიდანაც მთავარ გუნდში, სერია „ა“-ს „ემპოლიში“ დააწინაურეს. თუმცა, იტალიის მთავარ ლიგაში არ უთამაშია, იჯარით კი გამოდიოდა პორტუგალიურ „ოლანენსესში“, იტალიურ „პრატოში“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და მალტის „სინგლ ატლეტიკში“.