რომან ჭანტურია ადასტურებს, რომ დროებით „ლოკომოტივში“ ითამაშებს
რომან ჭანტურია ადასტურებს, რომ დროებით „ლოკომოტივში“ ითამაშებს

რომან ჭანტურია იტალიიდან მოდის და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას დაიცავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის თავდამსხმელი თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებდა.

ჭანტურიამ ამ თემაზე პირველი კომენტარი პირველ არხთან გააკეთა და გავრცელებულ ცნობა დააზუსტა.

„დიახ, „ემპოლიდან“ წამოვედი და „ლოკომოტივში“ ვითამაშებ. ეს ტრანსფერი „ემპოლისთან“ შეთანხმებულია და თბილისურ კლუბში იჯარით ვითამაშებ. მაგრამ არაზუსტი ინფორმაციაა, თითქოს, ერთი წლით მოვდივარ. სინამდვილეში, ლაპარაკი ნახევარწლიან იჯარაზეა“, – ამბობს რომან ჭანტურია.