რომან აბრამოვიჩს უკანონობაში ამხელენ
რომან აბრამოვიჩს უკანონობაში ამხელენ

„ჩელსის“ რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის უკანონოდ იძენდა ფეხბურთელებზე უფლებებს.

BBC წერს გამოძიების შესახებ, რომელიც სააგენტო FinCEN-მა ჩაატარა – ეს არის ამერიკული უწყება ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროში და ის ებრძვის ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულს.

მათი დოკუმენტების მიხედვით, აბრამოვიჩი დაკავებული იყო იმ მოთამაშეებზე უფლებების შეძენით, რომლებიც „ჩელსიში” არ თამაშობდნენ. კერძოდ, ლაპარაკია პერუელ ფეხურთელ ანდრე კარილიოზე – ის ევროპაში „სპორტინგში“, „ბენფიკასა“ და „უოტფორდში“ თამაშობდა. დღეისთვის ის საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელია, მისი სატრანსფერო ღირებულებაა რვა მილიონი ევრო.

იტყობინებიან, რომ აბრამოვიჩი ფლობს უფლებებს ამ და სხვა ფეხბურთელებზე იმ კომპანიის მეშვეობით, რომელიც დარეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. 2016 წლის დეკემბერში სპეციალისტებმა შეამჩნიეს ორგანიზაციის არნახული აქტივობა – მოკლე დროის მონაკვეთში, ფირმამ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ფინანსური ოპერაციები ჩაატარა.

აბრამოვიჩის წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ რუს ბიზნესმენს არანაირი წესი არ დაურღვევია და ამაში არ არის ინტერესთა კონფლიქტი.

რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ 2003 წლიდან ფლობს.

დატოვე კომენტარი