რომან აბრამოვიჩმა ჰალანდის ტრანსფერი მოიწონა
რომან აბრამოვიჩმა ჰალანდის ტრანსფერი მოიწონა

„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა, შესაძლოა, კარიერა „ჩელსიში“ გააგრძელოს.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა მოიწონა 20 წლის ნორვეგიელის ტრანსფერი.

„ჩელსი“ მზად არის ფორვარდის შესაძენად 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ თავის გუნდში ჰალანდის ხილვა სურს „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს. ჭორების მიხედვით, აბრამოვიჩი დაპირდა ტუხელს ჰალანდის შეძენას, თუ „ჩელსი“ მიმდინარე სეზონში პრემირლიგის TOP4-ში მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაზე გააღწევს,

ჰალანდმა ამ სეზონში 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი “დორტმუნდთან” 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი