რომან აბრამოვიჩი მესის წარმომადგენლებს შეხვდა #1TVSPORT
BRASILIA, BRAZIL - JULY 06: Lionel Messi of Argentina looks on during a semi-final match of Copa America Brazil 2021 between Argentina and Colombia at Mane Garrincha Stadium on July 06, 2021 in Brasilia, Brazil. (Photo by Pedro Vilela/Getty Images)
ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შეხვედრა გამართა არგენტინელი ლიონელ მესის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ესპანური გაზეთი AS წერს.
წყაროს ცნობით, რუსი ბიზნესმენი დაინტერესებულია „ბარსელონას“ ყოფილი ფორვარდის მიწვევით. მან დავალება მისცა თავის ქვეშევრდომებს – აქტიურად იმუშაონ მესის შესაძლო გაფორმების ვარიანტზე.
უნდა აღინიშნოს, რომ „ჩელსი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ინტერის“ ფორვარდ რომელუ ლუკაკუსთან, რომელმაც უკვე განაცხადა თანხმობა ლონდონში გადასვლაზე. ასე რომ, „არისტოკრატები“პრიორიტეტულ ვარიანტზე უნდა ჩამოყალიბდნენ.
5 აგვისტოს „ბარსელონამ“ მესის გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო თავის ლეგენდასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ლა ლიგას მხრიდან ფინანსური და სტრუქტურული წინაღობების გამო.