„რომამ“, შესაძლოა სპორტული დირექტორი დაითხოვოს

12:36, 15.06.2020
Image processed by CodeCarvings Piczard ### FREE Community Edition ### on 2017-10-14 13:03:38Z | http://piczard.com | http://codecarvings.com

Image processed by CodeCarvings Piczard ### FREE Community Edition ### on 2017-10-14 13:03:38Z | http://piczard.com | http://codecarvings.com

იტალიური საფეხბურთო კლუბ „რომას“ პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა კლუბის სპორტული დირექტორის ჯანლუკა პეტრაკის გუნდიდან გაშვებას გეგმავს, – იტყობინება La Repubblica.

რომაელთა ამერიკელ მფლობელს იტალიელთან სატრანსფერო პოლიტიკის თაობაზე აქვს კონფლიქტი.ამასთანავე, პალოტამ სპორტულ დირექტორს, შესაძლოა კონტრაქტი ნაადრევად შეუწყვიტოს, მიზეზად კი შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელოს, რათა კლუბს პეტრაკისთვის მინიმალური კომპენსაციის გადახდა მოუწიოს. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, წელიწადში კი ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მსგავსი