„რომამ“ პელეგრინის ახალი კონტრაქტი შესთავაზა
„რომამ“ პელეგრინის ახალი კონტრაქტი შესთავაზა

პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ „რომას“ ნახევარმცველით, ლორენცო პელეგრინით „ევერტონი“ და „პარი-სენ ჟერმენი“ არიან დაინტერესებულები.

ვარაუდობდნენ, რომ რომაელები ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისებდნენ, მაგრამ ლორენცო პელეგრინი იტალიაში რჩება, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ჯანლუკა დი მარციო.

ჟურნალისტის ინფორმაციით, „რომაში“ ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, პელეგრინისთან უკვე მოილაპარაკეს და ახალი კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა „რომას“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, გაიატანა სამი ბურთი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.