„რომამ“ პედროსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
„რომამ“ პედროსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„ჩელსის“ ნახევარმცველი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა „რომას“ ფეხბურთელი გახდეს,  – იუწყება Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, პედრომ რომაელებთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ხელშეკრულება ოფიციალურად ზაფხულის ბოლომდე გაფორმდება.

იტყობინებიან, რომ ესპანელი ნახევარმცველის ხელფასი სეზონში 3.5 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

მიმდინარე სეზონში პედრომ „ჩელსის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.