„რომამ“ პარედესის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„რომამ“ პარედესის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი „რომაში“ დაბრუნდა და ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, – წერს რომაული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

არგენტინელი „რომას“ ფეხბურთელი იყო 2014-17 წლებში.

პრესის ინფორმაციით, იტალიურ კლუბს პარედესის ტრანსფერი ოთხი მილიონი ევრო დაუჯდა.

პარედესი პსჟ-ში 2019 წლიდან თამაშობდა. გასული სეზონი მან იჯარით ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა.