„რომამ“ მეკარე მილე სვილართან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„რომამ“ მეკარე მილე სვილართან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

იტალიურმა კლუბმა, „რომამ“ მეკარე მილე სვილართან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. სერბი ფეხბურთელი გუნდში 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით დარჩება.

სვილარის მომავალთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობდა, თუმცა ახლა ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდა და ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

25 წლის მეკარე რომაულ გუნდს 2022 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 85 შეხვედრაში ითამაშა. გასულ სეზონში სვილარი სერია A-ს საუკეთესო მეკარედ დასახელდა.