„რომამ“ ედინ ჯეკოსთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა
„რომამ“ ედინ ჯეკოსთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა

ბოსნიის ნაკრების ფორვარდი ედინ ჯეკო გააგრძელებს გამოსვლას „რომაში“. მან გაახანგრძლივა კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდე, – იტყობინება „რომას“ ოფიციალური ვებგვერდი.

ჯეკო „რომაში“ 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 33 წლის ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში 179 მატჩი ჩაატარა და 87 გოლი გაიტანა. მანამდე ჯეკო „მანჩესტერ სიტიში“ და „ვოლფსბურგში“ თამაშობდა.

მთელი ზაფხულის განმავლობაში იტალიური პრესა წერდა, რომ ედინ ჯეკო „ინტერში“ გააგრძელებდა კარიერას.