„რომას“ ფორვარდი ედინ ჯეკო კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. როგორც ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდი წერს, კლუბებმა უკვე მოილაპარაკეს ტრანსფერზე. ელოდებიან, რომ 35 წლის ბოსნიელი ამ დღეებში ჩავა მილანში გარიგების დასასრულებლად.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის აგენტმა პირადი კონტრაქტი შეათანხმა ფეხბურთელთან. ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
გასულ სეზონში ჯეკომ ყველა ტურნირში 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.