„რომა“ ზაფხულში დოვბიკს გაყიდის #1TVSPORT
„რომა“ ზაფხულში დოვბიკს გაყიდის #1TVSPORT

„რომა“ ჩამოყალიბდა უკრაინელი ფორვარდის არტიომ დოვბიკის მომავალზე. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი დატოვებს კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. როგორც La Gazzetta dello Sport წერს, 27 წლის დოვბიკმა ვერ გაამართლა დედაქალაქური კლუბის იმედები.

იტყობინებიან, რომ „რომა“ უკვე უახლოეს მომავალში დაიწყებს ფორვარდის ძიებას, მაგრამ დიდი თანხის დახარჯვას არ აპირებს.

ამ სეზონში უკრაინელმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „რომასთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.