„რომა“ მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის იწვევს #1TVSPORT
„რომა“ მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის იწვევს #1TVSPORT

„რომას“ ახაი სეზონიდან მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნა სურს.

ცნობილია, რომ დედაქალაქური კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელი კლაუდიო რანიერი ამ სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას. როგორც გაზეთი AS წერს, „რომაში“ უნდათ მიმდინარე საკლუბო პროექტის გადატვირთვა და ამისთვის არჩევანი ანჩელოტიზე შეჩერდა.

„რომას“ მფლობელები – ფრიდკინის ოჯახის წევრები პირადად ცდილობენ დაარწმუნონ 65 წლის სპეციალისტი სათავეში ჩაუდგეს კლუბს. რომაული მხარის ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ანჩელოტი „რომაში“ 1979-87 წლებში თამაშობდა.

თავად მწვრთნელს სურს, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს „რეალში“ და არ გამორიცხავს, რომ დაასრულებს სამწვრთნელო კარიერას მადრიდული კლუბის დატოვების შემდეგ.

„რომა“ 23 ტურის შემდეგ 31 ქულით მეცხრე ადგილზეა სერია A-ს ცხრილში.