„რომა“ მოურინიოს გაშვებას არ გეგმავს #1TVSPORT
„რომა“ მოურინიოს გაშვებას არ გეგმავს #1TVSPORT

„რომა“ არ აპირებს უახლოეს პერიოდში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გაშვებას იმის მიუხედავად, რომ სერია A-ს გუნდი არადამაკმაყოფილებელ შედეგებს აჩვენებს.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, „რომას“ მფლობელები და ხელმძღვანელობა სრულად უჭერენ მხარს პორტუგალიელს. მისი პოსტი იტალიურ კლუბში არ დგას საფრთხის წინაშე.

„რომა“ იანვარში ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

მოურინიოს კონტრაქტი „რომასთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

დღეს რომაელები სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. გუნდს 16 მატჩში 25 ქულა აქვს.