„რომა“ გონსალო იგუაინს დაიმატებს
„რომა“ გონსალო იგუაინს დაიმატებს

იტალიური „რომა“ დაინტერესებულია არგენტინელ ფორვარდ გონსალო იგუაინის შეძენით. დედაქალაქური კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტრაქტი არგენტინელის აგენტთან, – ამტკიცებს იტალიური პრესა.

დიდი ალბათობით, „რომა“ ამ ზაფხულს დაკარგავს ფორვარდ ედინ ჯეკოს, რომელსაც „ინტერში“ ელოდებიან, ამიტომაც რომაელები ეძებენ ბოსნიელის შემცვლელს. სავარაუდო შემცვლელად კი სწორედ 31 წლის იგუაინი განიხილება, რომელზეც უფლებები „იუვენტუსს“ აქვს.

2018-2019 წლების სეზონის პირველი ნაწილი იგუაინმა „მილანში“ გაატარა, რის შემდეგაც „ჩელსიში“ გადავიდა. ორივე შემთხვევაში გარიგების ფორმა იყო იჯარა.