„რომა“ და „მილანი“ კავშირზე გავიდნენ მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელთან კარლო ანჩელოტისთან. ისინი იტალიელ სპეციალისტს ზაფხულში წინადადებით მიმართავენ, – წერს გაზეთი La Gazzetta dello Sport.
წყაროს ცნობით, 65 წლის სპეციალისტი მზად არის განიხილოს შეთავაზებები იტალიური კლუბებისგან. „რომა“ და „მილანი“ ანჩელოტისგან პასუხს ელოდებიან.
იტალიელს სამშობლოში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. ის ავარჯიშებდა „რეჯინას“, „პარმას“, „იუვენტუსს“, „მილანსა“ და „ნაპოლის“.
უფრო ადრე პრესაში დაიწერა, რომ ანჩელოტი, შესაძლოა, მადრიდული კლუბიდან დაითხოვონ ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ, რომელიც 26 აპრილს გაიმართება.